საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა
სხვა სტატიები
საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 002-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პაციენტი.