დაგვანებული მკურნალობის გამო კორონავირუსით კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა

კორონავირუსისგან გარდაცლილი 29 წლის გიორგი კაკოშვილის ოჯახის წევრების თქმით, ინფიცირებულის სიკვდილი დაგვიანებულმა მკურნალობამ და არასწორმა დიაგნოსტიკამ გამოიწვია. ახალგაზრდა კაცს PCR ტესტმა COVID-19-ის ინფექცია არ დაუდასტურა, რის შემდეგაც მანდ მკურნალობა სახლში განაგრძო.

“გიორგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. როგორც ვიცი სამსახურში გაცივდა და სახლში რომ მოვიდა ონლაინ კონსულტაცია გაიარა დაზღვევის ექიმთან. შემდეგ დაზღვევის ექიმმა გადაამისამართა რუსთავის პოლიკლინიკაში, პოლიკლინიკაში ექიმმა გასინჯა და გაუკეთა კორონავირუსი ტესტი, რომელიც არ დაუდასტურდა. გასინჯვის შემდეგ უთხრეს, რომ ბრონქიტი ჰქონდა და ბრონქიტზე უმკურნალეს. გადმოვიდა გიორგი სახლში და სახლში მკურნალობა, რომ განაგრძო კვლავ ცუდად იყო და მივიდა ნინიძის კლინიკაში და ამ კლინიკაში უთხრეს, რომ ფილტვების მწვავე ანთება ჰქონდა და რადგან კრონავირუსი არ ჰქონდა დადასტურებული გამოუწერა ანტიბიოტიკები, რომელიც არ შეიძლებოდა და დაიწყო ანტიბიოტიკების მიღება და მესამე დღეს გახდა მძიმედ”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

რუსთავის კლინიკაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა კაცს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა, საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

“10 რიცხვში, მდგომარეობა თავიდანვე იყო კრიტიკული. ჩვენთან ჩატარებული ტესტით დადასტურდა კორონავირუსი. ფილტვების დაზიანება იყო თითქმის 100%, პაციენტი თავიდანვე გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე”, – ამბობს ირაკლი გიორგაძე, რუსთავის კლინიკის დირექტორი.

კორონავირუსით დღეს რუხის კლინიკაში 31 წლის კაციც გარდაიცვალა, რომელიც ფოთის კლინიკიდან რეანომობილით გადმოიყვანეს რუხის კლინიკაში. კლინიკის წარმომადგენლის თქმით, კაცს თანხმლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა, დაგვიანებული მკურნალობის გამო მისი გადაჩენა ვერ მოხერხდა.

“უმძიმესი შემოვიდა.. თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.. დაგვიანებული მკურნალობა იყო, ბინაზე მკურნალობდა ათი დღე. ფოთის კლინიკიდან არის გადმოყვანილი. ბინაზე მკურნალობდა, მერე ფოთის კლინიკაში მივიდა და მეორე დღესვე გადმოიყვანეს”, – ამბობს ნინო აკობია, რუხის კლინიკის მენეჯერი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 134, აჭარაში – 230, იმერეთში – 338