საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5320 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია25 ანაზღაურებული შემთხვევა – თიბისი დაზღვევის 300 000 ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის