მარტვილში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.სხდომაზე,რომელიც კულტურის სახლში ჩატარდა ერთმანეთს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ლევან სურმავა  და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე , ზაალ  გოროზია  დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის საკითხს ეხებოდა.

ზაალ გოროზიამ ყურადღება გაამახვილა სამედინიცნო პერსონალის მნიშვნელოვან როლზე კოვიდინფექციის პრევენციის საქმეში და საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მარტვილში მომუშავე სამედიცინო პერსონალს 100℅ პრემიები უნდა ჩაურიცხონ.

“ბიუჯეტიდან 119 ათასი ლარი გადმოიტანეს და განსაზღვრება არ არის სად უნდა დაიხარჯოს ეს თანხა და როგორ უნდა დაიხარჯოს.ამაზე გვქონდა დღეს საუბარი და ამას მოჰყვა ჩვენი დავა“,- ამბობს ოპოზიციური პარტიის დეპუატატი.

როგორც “თაიმერისთვის” ცნობილი ხდება ადგილზე სიტუაციის განმუხტვა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს მოუწიათ.

ამასთან, საკრებულოს სხდომა დისტანციის დაცვით მიმდინარეობდა და უსაფრთხოების ნომრები დაცული იყო.

 

ავტორი: აკო ქიქავა

https://youtu.be/arMww-0ke2U

 

 

https://youtu.be/g-pY27ELkTg

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოს კომპანია ,,თბილქიმფარმამ’’ სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარები გადასცა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა