საქართველოში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა. ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სონღულაშვილმა განაცხადა.

” 17პაციენტიდან არის 2 გამოჯანმრთელებული და მათგან ერთი 2 წლის ბავშვია. დედა არ იყო ინფიცირებული. მხოლოდ ბავშვს ჰქონდა დიაგნოზი და ის გამოჯანმრთელდა”,- აღნიშნა მაკა სონღულაშვილმა.

მისი თქით, 17 დადასტურებული პაციენტიდან საყურადღებო 1 რჩება, ხოლო კვლევაში ჩართვას 8 პაციენტი ელოდება.

ამ დროისთვის ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი 6 არასწრულოვანს აქვს.

საქართველოში კორონავირუსის 233 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 54 და გარდაცვლილია 3 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ზუგდიდში
შემდეგი სტატიაშიდა ქართლიდან კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია