შიდა ქართლიდან კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია

შიდა ქართლიდან კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია.

კორონავირუსზე აღებული ანალიზები, ინფიცირებულ სპორტსმენთან და სომხეთში ინფიცირებული 53 წლის მამაკაცთან კონტაქტებს უკავშირდებოდა. ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში 146 პირი რჩება.

გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი საკონტროლო პუნქტებზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში თერმოსკრინინგი 6000- მდე პირმა გაიარა. რეგიონში საკარანტინო წესის დარღვევისთვის ხუთი პირი დაჯარიმდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ინფიცირებული პირველი პაციენტი განიკურნა