საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამავე გვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 90 შემთხვევა ფიქსირდება.კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი იმ ადამიანთანაა დაკავშირებული, ვისაც ვირუსი 27 მარტს დაუდასტუდა. 

ამასთან, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი.

კარანტინში 4534 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია – 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 თბილისის ინფექციურ კლინიკაში, ერთი კი, საჩხერეში
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა