მარინა ეზუგბაია – 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 თბილისის ინფექციურ კლინიკაში, ერთი კი, საჩხერეში

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა უკვე 16-ს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 15 პაციენტი თბილისის ინფექციურ კლინიკაში გამოჯანმრთელდა, ერთი კი – საჩხერეში.

„ჩვენს შემთხვევაში სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით პასუხი უარყოფითია, ანუ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით მას კლინიკა არ დაუტოვებია, თუმცა ის მიიჩნევა, როგორც გამოჯანმრთელებული. ეს არის მე-16 პაციენტი. სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული, 15 ჩვენს ცენტრში და ერთი საჩხერეში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და საქართველოში ახალი კორონავირუსის 85 შემთხვევა არის დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: საშიშროება სერიოზულია მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს ქვეყანაში
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა