საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 411-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 411 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 97 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5015 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : კორონავირუსისგან დღეს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი ორი წლის ბავშვია