მაკა სოლოღაშვილი : კორონავირუსისგან დღეს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი ორი წლის ბავშვია

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში ორი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავთ. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ერთი ორი წლის ბავშვია.

„ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი შემთხვევა არ გვაქვს. გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. აქედან ერთი ორი წლის ბავშვი, ერთი კი ზრდასრული მამაკაცია. დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 21. 14 ადამიანი ელოდება კვლევაში ჩართვას. ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. სულ კლინიკაში მკურნალობს 48 პაციენტი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 411-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია