საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, „პისიარ“ ტესტით – 14 499.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,59 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,9 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 347 762 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 331 680 გამოჯანმრთელდა, 4 876 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 161 947 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 317.

კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 516 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი