პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ე.ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია​ ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ სოფელ ჩუმლაყში აპრილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა