საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 808 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 102, „პისიარ“ ტესტით – 7 972.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 350 466 გამოჯანმრთელდა, 5 275 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 254 737 ადამიანი, დღიურად აცრილია 604.

კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 602 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 598 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაელისაშვილი – პრემიერის მოსმენაზე დისკუსია არ იყო საგნობრივ საკითხებზე, კმაყოფილი არ დავრჩი, დღეს მეორე სერია იქნება