საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი

admin
ავტ.: admin ნოემბერი 13, 2020 10:59

საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 55 511 გამოჯანმრთელდა, 636 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 506 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 918 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი, იმყოფება 3 311 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 13, 2020 10:59