DRI : საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა მიმართ დაუსაბუთებელია

“სირცხვილიას” აქტივისტების დაკავების საქმის განხილვისას გამოკვეთილ არსებით ხარვეზებზე საუბრობს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”. ორგანიზაციის შეფასებით პოლიციელებს არ ჰქონდათ სამხრე კამერებით გადაღებული, საქმისთვის მნიშვნელოვანი ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აქტივისტების დაკავების საფუძველი გახდა. შესაბამისად საპატრულო პოლიციის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ ვიდეო მასალებში არ იკვეთებოდა სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება. ორგანიზაცია ასევე პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები გაიზირა, გიორგი მჟავანაძის განცხადება კი, პოლიციელთა მხრიდან ცუდად მოპყრობის შესახებ, უყურადღებოდ დატოვა. DRI ამ განცხადებას თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

გიორგი მჟავანძის ადვოკატი, ივანე ჩიტაშივლი ამბობს, რომ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა დაუსაბუთებელია და სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

“გასაჩივრებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ გიორგი მჟავანაძის დაკავება მოხდა უკანონოდ და აგრეთვე მის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი. ამ საჩივარს, გარდა ამისა, აქვს სხვა ფუნქციაც, ვინაიდან ჩვენ ეროვნულ დონეზე უნდა ამოვწუროთ გასაჩივრების ყველა მექანიზმი რათა სტრასბურგის სასამართლოში მოგვეცეს გასაჩივრების საშუალება”, – თქვა ადვოკატმა, ივანე ჩიტიშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ 11 ნოემებრს სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტს გიორგი მჟავანაძეს სამდღიანი ადმინისტრაციულ პატიმრობა შეუფარდა. ნოდარ რუხაძე 1 500 ლარით დაჯარიმდა. ხოლო, ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 10 ნოემბერს, 1000 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, თბილისში აქციის დროს, “სირცხვილიას” აქტივისტებს რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე შეშის შეტანას სამართალდამცველები ედავებიან. პოლიციამ 11 ნოემბრს გამართულ სასამართლოზე ნივთმტკიცების სახით, სასამართლოს 3 ნაჭერი შეშაც წარუდგინა.

სამართალი

banner
წინა სტატიაშისასამართლო დაკავებული არასრულწლოვნების განაჩენს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი