საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

region
ავტ.: region აგვისტო 23, 2020 11:34

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 411 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 132-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

region
ავტ.: region აგვისტო 23, 2020 11:34