აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 915 ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსის 3 შემთხვევა დადასტურდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამივე საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ერთი მათგანი საქართველოს, ხოლო ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

ქართველი მძღოლი რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო თურქეთის მოქალაქეები მკურნალობას თურქეთში გააგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ დააკავა ძიძა,რომელიც ორი წლის ბავშზე ფიზიკურად ძალადობდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა