საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 489 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 233 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 276 გამოჯანმრთელდა, 2 666 პირი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 839 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 253, PCR-ტესტით – 6 586.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 863, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კარანტინის რეჟიმშია 484 პირი, თვითიზოლაციაში კი 24 279.

banner
წინა სტატიაშიკლინიკების ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად მოსახლეობის ტესტირება დაიწყოს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა