საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 666-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 489 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 489 ადამიანი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 151 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა