საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 019 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 840, პისიარ-ტესტით – 7 179.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 251 071 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 238 101 გამოჯანმრთელდა, 2 998 კი გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 478 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 536-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო