შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ერთი პირი დააკავეს. 1979 წელს დაბადებულ ბ.ჯ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: EKOL Tisa-ისა და KRAL-ის მოდელების 2 პისტოლეტი, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამორალური და ფაქტობრივი უპირატესობაც საქართველოს მხარეზეა ცალსახად, შესაბამისად, ჩვენ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ – კალოიანი