საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბორჯომის ხეობაში ჩავა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ბორჯომის ხეობაში ჩავა. ილია მეორე სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის.

სრულიად საქართველოს-პატრიარქს სტიქიის ზონაში დღეს ელოდებიან.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 6 ვერტმფრენი და ერთი სახანძრო თვითმფრინავი აქრობს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო -სამაშველო ჯგუფები 1500 კაციანი შემადგენლობით.

სოფელ დაბაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განმარტებით, უწყებამ გარემოვაჭრეები აპრილიდან დღემდე რამდენჯერმე გააფრთხილა
შემდეგი სტატიარაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა