ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განმარტებით, უწყებამ გარემოვაჭრეები აპრილიდან დღემდე რამდენჯერმე გააფრთხილა

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ნუკრი ესართიას განცხადებით, უწყებამ გარემოვაჭრეები აპრილის თვიდან დღემდე რამდენჯერმე გააფრთხილა, თუმცა წუხანდლამდე მკაცრი ზომები მათ წინააღმდეგ არ გაუტარებიათ.

როგორც ესართია აცხადებს, გარდა იმისა, რომ კანონით აკრძალულია გარევაჭრობა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, რომელიც ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემას აშენებს, იმ ტერიტორიის დასუფთავება ითხოვა, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრობდნენ, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს წყლის მილები.

”რაც შეეხება სავაჭრო საქონლის დაკარგვის საკითხს, მსგავსი რამ არ მომხდარა. ჩვენ გამოვყავით ბაზრის დაცვის სამსახურიდან ერთი ადამიანი, რომელმაც ეს საქონელი ჩაიბარა. ჩვენ არავის კუთვნილი ნივთები არ გადაგვიყრია”, – აღნიშნა ესართიამ.

რამდენიმე წუთის წინ გარემოვაჭრეებმა გადაინაცვლეს ზუგდიდის მერიის შენობასთან და იქ აქციას აგრძელებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, გვიან ღამით მერიის სამსახურებმა და სამართალდამცველებმა დახლებთან ერთად მათი სავაჭრო საქონელიც გადაყარეს.
მათივე ინფორმაციით, სავაჭრო საქონელი და დახლები ცაიშის ნაგავსაყრელზე გადაყარეს, სადაც შესვლის უფლებას არ აძლევენ.

banner
წინა სტატიაში,,დაწყებული გამოძიების ფარგლებში აუცილებლად ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული”
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბორჯომის ხეობაში ჩავა