რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა

რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა. ამის შესახებ პირველ არხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას შეუდგა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ჯაფარიძეს საჯარო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში ის იყო მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე და კარგად იცნობს რეგიონის საჭიროებებს.

„დარწმუნებული ვარ, ახალი გუბერნატორი თავისი გამოცდილებით გუნდთან ერთად, წარმატებულ ნაბიჯებს გადადგამს რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა გულედანმა.

არჩილ ჯაფარიძემ 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი .

2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-​ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი. მანამდე იყო ​ამბროლაურის საკრებულოს წევრი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბორჯომის ხეობაში ჩავა
შემდეგი სტატიაისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეები ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის შესწავლის პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ