საქართველოს ბანკმა Euromoney-სგან საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney-მ, საქართველოს ბანკი “Best Bank in Georgia 2021“-ის კატეგორიაში „EuromoneyAward for Excellence” – ის გამარჯვებულად დაასახელა.

გადაწყვეტილების მიღებისას, Euromoney-ს რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა: ბანკის საბაზრო პოზიცია და წილი, მომსახურებისხარისხი, ახალი პროდუქტები, ინოვაციები და სხვ.

“მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ Euromoney-მ საქართველოს ბანკი წლისსაუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ეს ჯილდო საქართველოს ბანკისმთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. Euromoney-ის მიერ სრულყოფილების  ჯილდოს მიღება ჩვენთვის ერთდროულად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლისთვის მათსაჭიროებებზე მორგებული, მათ უკუკავშირზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტებისათუ სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებასა და ციფრული ინოვაციების დანერგვას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ტექნოლოგიებში დიდიროლი ითამაშა COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევაში – ხელი შეუწყობანკის ზრდასა და მდგრადობას.

სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გამო,საქართველოს ბანკს უკვე მეორედ გადაეცა საქართველოში წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო“, – აცხადებენ Euromoney-ში.

Euromoney-ის ჯილდო, რომელიც 1992 წლიდან გაიცემა, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება. ის მოიცავს 20-ზემეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას და საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. წელს Euromoney-მ ბანკებისგან 1,000-ზემეტი განაცხადი მიიღო. “Best Bank in Georgia 2021“-ის კატეგორიაში „EuromoneyAward for Excellence”-ის ჯილდო კი საქართველოს ბანკმა დაიმსახურა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის კალაბრია ადგილობრივ სოფლებში საცხოვრებლად გადასვლის მსურველებს 28 ათას ევროს მისცემს
შემდეგი სტატიაევროკავშირის უნგრეთის წინააღმდეგ ლგბტ კანონის გამო იურიდიულ პროცედურებს დაიწყებს