იტალიის კალაბრია ადგილობრივ სოფლებში საცხოვრებლად გადასვლის მსურველებს 28 ათას ევროს მისცემს

იტალიის რეგიონი კალაბრია 28 ათას ევროს მისცემს მათ, ვინც სურვილს გამოთქვამს და ადგილობრივ სოფლებში საცოვრებლად გადავა. ადგილობრივ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ასე შეაჩერებს სოფლების დაცლის პროცესს.
საუბარია რამდენიმე სოფელზე, რომლებიც ზღვის პირას ან მთის ზონაში მდებარეობს და სადაც ახლა დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

თანხის მისაღებად ახალმა მაცხოვრებელმა ან ახალი მცირე ბიზნესი უნდა დაიწყოს, ან გააგრძელოს ის, რაც მანამდე იყო და სოფელს სჭირდება.
კანდიდატებს ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეთ და არ იყვნენ 40-ზე მეტი ასაკის. ასევე,მათ განაცხადის გაკეთებიდან 90 დღეში უნდა შეეძლოთ სოფელში გადასვლა. მთავრობას იმედი აქვს, რომ ეს წინადადება იმ ახალგაზრდების ყურადღებას მიიპყრობს, რომელთაც მუშაობა სურთ.

რეგიონმა პროექტისთვის 700 ათასი ევრო გამოყო. პროექტში განაცხადის მიღება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
ეს იდეა ახალი არ არის იტალიისთვის. იგივე პროექტი ადრე სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიტყიბულში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა Euromoney-სგან საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო