ევროკავშირის უნგრეთის წინააღმდეგ ლგბტ კანონის გამო იურიდიულ პროცედურებს დაიწყებს

ბრიუსელის კომისია უნგრეთის წინააღმდეგ იურიდიულ პროცედურებს დაიწყებს ლგბტ კანონის გამო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა – “პოლიტიკო” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიუსელი ორ დამოუკიდებელ პროცედურას დაიწყებს უნგრეთის წინააღმდეგ და საკუთარ იურიდიულ არგუმენტებს ოფიციალურ წერილში დააფიქსირებს, რომელზე პასუხისთვის ბუდაპეშტს ორი თვე ექნება.

პირველ პროცედურაში კომისია იმას წარადგენს, რომ არასრულწლოვნებისთვის ჰომოსექსუალიზმსა და ტრანსგენდერების შესახებ ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების დარღვევაა. კომისია ასევე დაამტკიცებს, რომ კანონი ფართო გაგებით მომსახურების გაწევის თავისუფლებასა და ნივთთა თავისუფალი გადაადგილების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.
მეორე შემთხვევა უფრო კონკრეტულია და ის გამოცემა “ლაბრიშს” ეხება, რომელიც უნგრეთის მთავრობამ აიძულა უარი ეთქვა ერთ საბავშვო წიგნზე, რომელიც მთავრობის მტკიცებით “მოქმედებას, რომელიც ტრადიციული გენდერული როლის გადახრას აჩვენებს”.

ბრიუსელი, წერილს გაუგზავნის ასევე პოლონეთს. წერილში ქვეყანა გაკრიტიკებულია “იმის გამო, რომ ის არ თანამშრომლობს” ევროკომისიასთან იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელიც პოლონეთის მუნიციპალიტეტებში “ლგბტ-იდეოლოგიისგან თავისუფალი ზონების” შექმნას ეხება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა Euromoney-სგან საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატია“ამ ქვეყნის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი”- ჟურნალისტები შსს-სთან აქციას გამართავენ