საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის, საქართველომ ევროკომისიას გადასცეს შევსებული კითხვარის ბოლო ნაწილი.“- განაცხადა მინისტრმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, კითხვარის მეორე ნაწილი ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. საქართველოს პირველმა დიპლომატმა იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნულ პროცესში, მადლობა გადაუხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, შემდგომი ნაბიჯი გახლავთ აღნიშნულ დოკუმენტზე ევროკომისიის მხრიდან შესაბამისი დასკვნის მომზადება.

აღსანიშნავია, რომ 2 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

banner
წინა სტატიაშირუსებმა “აზოვსტალიდან” სავაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 1 ჯარისკაცი
შემდეგი სტატიათუ ყურადღებას მივაქცევთ, მოთხოვნა სააკაშვილის რომელიმე კლინიკაში გადაყვანის თაობაზე არ დგას – აქტიური მოთხოვნაა მისი უცხოეთში წაყვანა – სარჯველაძე