რუსებმა “აზოვსტალიდან” სავაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 1 ჯარისკაცი

“აზოვის” ცნობით, რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში სიჩუმის რეჟიმი დაარღვიეს და ცეცხლი გაუხსნეს ევაკუაციის მანქანას, რომელიც აპირებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მათი ცნობით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 მებრძოლი.

“ეს მანქანა მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მოძრაობდა ქარხნიდან მათი ევაკუაციის მიზნით. სროლის შედეგად დაიღუპა 1 მებრძოლი და დაიჭრა 6. მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ იცავს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უსაფრთხოების გარანტიებს”, – წერს “აზოვი”.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა შესაძლოა, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს, ჩვენი ქვეყანა ასეთი სცენარისთვის ემზადება – პავლიუკი
შემდეგი სტატიასაქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს