საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს

საქართველო შაბათიდან კორონავირუსის ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოს ვაქცინები ეტაპობრივად მოეწოდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანა პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი – პირველ რიგში, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით
შემდეგი სტატიაშემოვა, თუ არა საქართველოში ჩინური ვაქცინა – ტიკარაძის განმარტება