დავით მათიკაშვილი – პირველ რიგში, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით

არ არის კარგი, როცა ყველა თემაზე პროვოკაციულ ტონალობაში, სპეკულაცია ხდება – პირველ რიგში, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით, თუ რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა, – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი სასამართლოს მიერ პროკურატურისათვის მიცემულ თანხმობას, ტელეკომპანია „ტვ პირველში“ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ.

როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიება გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით მიმდინარეობს და საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა აუცილებელია.

„ეთერში გავიდა კონკრეტული სიუჟეტი. იყო ტელევიზიის განცხადება, რომ არ იცოდნენ აღნიშნული ჩანაწერის მოპოვების წყარო, თარიღი, მისი კანონიერება და ასე შემდეგ. შესაბამისად, აღიძრა საქმე იმისთვის, რომ დადგინდეს კანონიერია თუ არა ჩანაწერი. არსებობს საზოგადოების კითხვები და ცხადია, ტელევიზიამ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს ყოველგვარი აჟიოტაჟის მოწყობისა და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობის გარეშე. არსებობს სამართლებრივი რეგულაციები, არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კითხვები, რაზეც პასუხი ყველას აინტერესებს. მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი საქმეზე სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს, რაც ყველა დაინტერესებული მხარის სურვილი უნდა იყოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია – მთავარი სათქმელი აქ იყო შედით და პროპორციული ძალა გამოიყენეთო
შემდეგი სტატიასაქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს