საფრანგეთში გარდაიცვალა ქალი რომელსაც გადანერგილი სახე ჰქონდა

ფრანგი იზაბელ დინუარი, რომელმაც მსოფლიოში პირველმა გაიკეთა სახის გადანერგვის ოპერაცია, გარდაიცვალა – დღეს ფრანგმა ექიმებმა გაავრცელეს.
11 წლის წინ იზაბელს სახე საკუთარმა ძაღლმა დაუკბინა, რომლის შედეგადაც დაზიანებული ჰქონდა ცხვრი, პირი და ნიკაპი. ექიმებმა ჩვეულებრივი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მაშინათვე გამორიცხეს. ამის მაგივრად, მათ დაშავებულს მსოფლიოში პირველი სახის ტრანსპლანტაცია შესთავაზეს.
2205 წელს ექიმებმა ქალს ცხვირი და პირი დაუბრუნეს.
იზაბელი მიმდინარე წლის მაისში გარდაიცვალა, მაგრამ ექიმებმა მისი ოჯახისადმი პატივისცემის ნიშნად, მხოლოდ დღეს გააკეთეს განცხადება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტელმა პარლამენტარმა ქალებს წინადაცვეთისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის დეპუტატი , კიტ ვაზი სექს-სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა