ბრიტანეთის დეპუტატი , კიტ ვაზი სექს-სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანეთის საზოგადოებრივი პალატის დეპუტატი, შინაგან საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი კიტ ვაზი სექს-სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა – The Daily Telegraph-ი წერს.
მიზეზი The Daily Mirror-ის გამოძიება გახდა: გამოძიების ჟურნალისტებს ხელში ჩაუბარდათ ფოტოები, სადაც ვაზის ორ მამაკაც-პროსტიტუტთან შეხვედრაა აღბეჭდილი, ასევე აუდიო-ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ დეპუტატი კოკაინს და პოპერსს (ალკილნიტრიტი, სექსის სიამოვნების გამახანგრძლივებელი) იყენებს.
მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ვაზას გადადგომის გარდა სხვა ვარიანტი არა აქვს, სხვა შემთხვევაშო კოლეგა ლეიბორისტები მის ძალით გადაყენებას აპირებდნენ.
შესაძლებელია ვაზას საქმე პარლამენტის ეთიკის კომიტეტმა განსახილველად გამოიტანოს. ლეიბორისტების ლიდერმა გეი-სკანდალზე კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ვაზას პირადი საქმეა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში გარდაიცვალა ქალი რომელსაც გადანერგილი სახე ჰქონდა
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიაში ჯარისკაცები დაკარგა