ეგვიპტელმა პარლამენტარმა ქალებს წინადაცვეთისკენ მოუწოდა

ეგვიპტელმა პარლამენტარმა ქალებს მოუწოდა წინადაცვეთა გაიკეთონ იმისათვის, რომ მამაკაცებს დაეხმარონ “სექსუალური აშლილობისას” – დღეს The Independent-ი წერს
ელჰამ აგინამ აღნიშნა, რომ პროცედურა ასევე “ქალებში სექსუალურ აპეტიტს შეამცირებს”. პოლიტიკოსის თქმით, ამ ოპერაციის გაუკეთებლობა მხოლოდ იმ შემთხევვაში იქნება გამართლებული, “როცა ეგვიპტეში მეტად ძლიერი მამაკაცები იქნებიან, რომელთაც საკუთარი ლიბიდოს კონტროლი შეეძლებათ”.
“ჯერჯერობით, ასეთი მამაკაცები ჩვენ არ გვყავს. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ მამაკაცები, რომლებიც სექსუალური დისფუნქციით იტანჯებიან, ეს აშკარაა, რადგანაც ეგვიპტე სტიმულატორების ყიდვის მხრივ ლიდერი ქვეყანაა” – დაამატა აგინმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყანაში ქალთა წინადაცვეთა 2008 წლიდან არის აკრძალული. მიუხედავად ამისა, 10-დან 9 ეგვიპტელი ქალი 15-დან 49 წლის ასაკამდე ამ ოპერაციის მსხვერპლია.

banner
წინა სტატიაშითურქები მთავრობას სთხოვენ უარი თქვას ევროკავშირში შესვლაზე
შემდეგი სტატიასაფრანგეთში გარდაიცვალა ქალი რომელსაც გადანერგილი სახე ჰქონდა