საფრანგეთში ბასკი ტერორისტების ყოფილი ლიდერი დააკავეს

საფრანგეთის ალპებში ბასკი ტერორისტების ყოფილი ლიდერი დააკავეს. 68 წლის ურუტიკოეჩეა ბენგოეჩეა, ანუ “ჟოსუ” 2002 წლიდან ინტერპოლის მიერ ყველაზე მეტად ძებნილი ადამიანების სიაში იყო. ტერორისტის დაკავების ოპერაციაში ფრანგი და ესპანელი სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.
ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა, ბასკეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ორგანიზაციის სახელით მრავალი ქურდობა და ტერაქტი ეწყობოდა, მათ შორის, 1973 წელს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ლუის ბლანკოს მკვლელობა. ურუტიკოეჩეა ბენგოეჩეა ორგანიზაციას 80-იან წლებში ხელმძღვანელობდა. ზუსტად მის სახელს უკავშირდება ბევრი სისხლიანი მოქმედებები, მათ შორის, აფეთქებები დომინიკის რესპუბლიკის მოედანზე, ესპანეთში, ასევე, სარაგოსში 1987 წელს მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც დაიღუპნენ. ტერორისტი უკანასკნელი ორი ათეული წელი იმალებოდა – “დოიჩე ველე” წერს.
დაჯგუფება 2018 წლის მაისში დაიშალა. ინფორმაციას ესპანეთის მთავრობა ამოწმებს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს დაინიშნა
შემდეგი სტატიაინგუშეთში მოკლული მამაკაცის დედამ რუსეთის შსს-ს მიმართა