ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს დაინიშნა

ხუთშაბათს, 16 მაისს უკრაინის პარლამენტმა ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის თარიღი დაადგინა. დოკუმენტის თანახმად, ის 20 მაისს დილის 10 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას მხარი კონსტიტუციურამ უმრავლესობამ დაუჭირა.
უკრაინის კანონების თანახმად, რადა ინაუგურაციის თარიღს არჩეულ პრეზიდენტთან ერთად ადგენს. ის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან 30 დღეში უნდა გაიმართოს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიციას სურს, აქცენტები ინტრიგებზე გადაიტანოს, რადგან იციან, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებენ”
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ბასკი ტერორისტების ყოფილი ლიდერი დააკავეს