ინგუშეთში მოკლული მამაკაცის დედამ რუსეთის შსს-ს მიმართა

ინგუშეთის მკვიდრის მოგამედ დოლიევის დედამ რუსეთის შსს-ს მიმართა და მორალური კომპენსაციისთვის 15 მილიონი რუბლი მოითხოვა. მამაკაცი პოლიციაში ექსტრემიზმის გამო ყავდათ დაკავებული. ის ცემის შედეგად გარდაიცვალა. ლემკა დოლიევამ შესაბამისი სარჩელით 16 მაისს ადგილობრივ სასამართლოს მიმართა. 2016 წლის ივლისში მოგამედ დოლიევი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მოკლეს. შემთხვევის შემდეგ რამდენიმე პოლიციელი დააკავეს. მათ 2018 წლის ივნისში სამიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ბასკი ტერორისტების ყოფილი ლიდერი დააკავეს
შემდეგი სტატია“ოკეან ელზის” ლიდერი უკრაინაში პოლიტიკურ პარტიას აარსებს