საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს ერიკ დიუპონ-მორეტის 16 ივლისს სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო. ერიკ დიუპონს მის ახლანდელ მდგომარეობასა და საკუთარ ადვოკატურ წარსულს შორის ინტერესთა კონფლიქტში სდებენ ბრალს.
საუბარია, სასამართლოს მოსამართლეებთან შესაძლო ანგარიშსწორებებზე, რომელთანაც მას საკუთარი საადვოკატო კარიერის მანძილზე კონფლიქტები ჰქონდა.
დიუპონ-მორეტის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმეზე სასამართლო წარმოება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო რესპუბლიკის სასამართლოში (Cour de Justice de la République) – ეს ერთადერთი სასამართლო ინსტანციაა, რომელსაც უფლება აქვს სამთავრობო დანაშაულებები გამოიძიოს.

მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი სამმა სასამართლო პროფკავშირმა და საზოგადოებრივმა ასოციაციამ Anticor შეიტანა, რომელიც კორუფციის საკითხებშია სპეციალიზირებული.

დიუპონმა სამინისტრო ერთი წლის წინ ჩაიბარა.

მანამდე ის ცნობილი იყო როგორც ძალიან ხმაურიანი საქმეების ადვოკატი.

პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ იუსტიციის სისტემის დამოუკიდებლობის გარანტად მის გადაწყვეტილებას კომენტარს არ გაუკეთებს.

banner
წინა სტატიაშიბელორუსში პროტესტებთან საბრძოლველად არმიაც ჩართეს
შემდეგი სტატიაეიფელის კოშკი ისევ ელოდება ვიზიტორებს