ეიფელის კოშკი ისევ ელოდება ვიზიტორებს

პარიზში თითქმის ცხრათვიანი შესვენების შემდეგ, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიით იყო გამოწვეული, პარასკევს 16 ივლისს ეიფელის კოშკი გაიხსნა ტურისტებისთვის – ოპერატორმა კომპანიამ “ტვიტერში” დაწერა და ვიზიტორებისთვის ახალი წესები გამოაქვეყნა – “დოიჩე ველე” წერს.
მათ უნდა ჰქონდეთ სახის ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია. დღის განმავლობაში კოშკის მონახულება მხოლოდ 10 ათას ადამიანს შეუძლია. 21 ივლისიდან ტურისტები ვალდებული არიან წარმოადგინონ ან კოვიდ-სერთიფიკატი, ან ტესტის პასუხი, შესაძლოა, ასევე ცნობის წარდგენა, რომ პირი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ბავშვები და მოზარდები ამ მოთხოვნებისგან თავისუფლები არიან.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაფრანგეთის იუსტიციის მინისტრს თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას -გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;