ბელორუსში პროტესტებთან საბრძოლველად არმიაც ჩართეს

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ “საგანგებო სიტუაციების” შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა. დოკუმენტში, რომელსაც ხელი 15 ივლისს აქვს მოწერილი, დაკონკრეტებულია რა იგულისხმება არეულობაში, რომლის დროსაც ქვეყანაში, როგორც სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფებისას, საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოხდება – “დოიჩე ველე” წერს.
ბელორუსის ხელისუფლებამ, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მცდელობას, შეიარაღებულ ამბოხებასა და ეროვნებათაშორის და კონფესიათაშორის კონფლიქტებს ასევე “მასობრივი არეულობები” მიაკუთვნა.

კანონის თანახმად, საგანგებო სიტუაციის შექმნის შემთხევვაში მედიის საშუალებების მუშაობის შეჩერება იქნება შესაძლებელი, ჟურნალისტების აკრედიტებისათვის საგანგებო წესი შემუშავდება, ასევე, ინტერნეტ-რესურსებსა და ქსელურ გამოცემებზე წვდომა შეიზღუდება.

კანონით, გაფართოვდა ძალოვნების რიგები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება საგანგებო მდგომარეობისას, მათ შორის არიან საგამოძიებო კომიტეტების წარმომადგენლები, სასამართლო ექსპერტიზების სახელმწიფო კომიტეტისა და ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის წევრები.
ბელორუსის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი ფუნქციები დაეკისრათ, მათ შორის: ტერორიზმთან ბრძოლა, საზოგადეობრივი უსაფრთხოების დაცვა, მასობრივი არეულობების აღმოფხვრა და სხვა.

banner
წინა სტატიაშივილნიუსში გამოყენების ვადის ამოწურვის გამო 5 ათასი ვაქცინა გაანადგურეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის იუსტიციის მინისტრს თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს