საფრანგეთი გერმანიის მოწოდებას “წმინდა დემაგოგიას” უწოდებს

გერმანია და საფრანგეთი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას სხვადასხვანაირად უყურებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მოწოდებას, იარაღის ემბარგოს შესახებ “წმინდა დემაგოგია” უწოდა.

“საუდის სამეფოსთვის იარაღის მიწოდებას არაფერი აქვს საერთო ხაშოგის საქმესთან. არ შეიძლება ყველაფერი ერთ ჭრილში განიხილოს. თუკი საჭირო იქნება სანქციის დაწესება, მაშინ, საჭიროა ევროპული პასუხის მოძებნა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ფაქტი გახდება ცნობილი” – განაცხადა მაკრონმა .

“დოჩიე ველეს” ინფორმაციით,გერმანიის კანცლერმა მხარი დაუჭირა “ხაშოგის საქმეზე” ერთიან ევროპულ პასუხს, ამასთანავე დაადასტურა, რომ გერმანია საუდის არაბეთს იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს მანამდე, სანამ ჟურნალისტის მკვლელობის ყველა დეტალი ცნობილი არ გახდება.

საფრანგეთი – ერ-რიადისთვის იარაღის მერვე მსხვილი მიმწოდებელია. 2017 წელს მან საუდის არაბეთს 1,38 მილიარდი ევროს იარაღი მიყიდა. სამხედრო მიწოდების ლიდერები არიან აშშ, ჩინეთი და გერმანია.

banner
წინა სტატიაშიხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი აიქციონზე გაიყიდა
შემდეგი სტატიაGoogle-მა ორი წლის მანძილზე სექსუალური შევიწროვების გამო 48 თანამშრომელი დაითხოვა