ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი აიქციონზე გაიყიდა

ნახატი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა, აუქციონზე პირველად გაიყიდა – ამის შესახებ ინფორმაცია აუქციონის სახლის Christie’s-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“ედმონდ ბელამის პორტრეტი” თავდაპირველად 7-10 ათასი დოლარად იყო შეფასებული, თუმცა, მისმა ფასმა 45-ჯერ აიწია და 432 ათასად გაიყიდა.

ნახატის შექმნაში მონაწილეობდა პარიზის არტ-კოლექტივი Obvious. მათ გამოიყენეს ალგორითმი, რომელმაც XIV-XX საუკუნეებში შექმნილ 15 ათას ნახატს გაუკეთა ანალიზი. სამუშაო დასრულებულად მაშინ მიიჩნიეს, როცა სისტემამ იმის გარჩევაც შეძლო, ნახატი ადამიანმა შექმნა თუ კომპიუტერმა.

აუქციონის კურატორის, რიჩანრდ ლოიდის თქმით, ნახატზე ავტოგრაფის მაგივრად დასვეს ფორმულა, რომლემაც ის შექმნა. “ხელოვნური ინტელექტი მომავლის არტზე ზეგავლენას მოახდენს” – განაცხადა ლოიდმა

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ღაზას სექტორი 80-ჯერ დაბომბა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი გერმანიის მოწოდებას “წმინდა დემაგოგიას” უწოდებს