Google-მა ორი წლის მანძილზე სექსუალური შევიწროვების გამო 48 თანამშრომელი დაითხოვა

კომპანია Google-მა გაავრცელა ინფორმაცია ,რომ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე 48 ადამიანი დაითხოვა, მათ შორის, 13 უფროსი მენეჯერი . მათივე ინფორმაციით, მათ ბრალი სექსუალურ შევიწროვებაში ედებათ.
“ბი ბი სის” ინფორმაციით ,წერილში, რომელიც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სინდარ პიჩაიმ თანამშრომლებს მიწერა, ნათქვამია, რომ Google ამკაცრებს საკუთარი თანამშრომლების უკადრის საქციელზე რეაქციას, რადგანაც კომპანიაში უმაღლეს დონეზე აყენებენ საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებას .

წერილი New York Times-ის საპასუხოდ გავრცელდა, რომელიც წერდა, რომ ოპერაციული სისტემა Android-ის შემქმნელმა ენდი რუბინმა 90 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო იმის მიუხედავად, რომ მას სექსუალური ხასიათის არა ერთი ბრალდება წაუყენეს.
რუბინის წარმომადგენელმა, რომელმაც კომპანია 2014 წელს დატოვა, ამბობს, რომ გამომგონებელი მის მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი გერმანიის მოწოდებას “წმინდა დემაგოგიას” უწოდებს
შემდეგი სტატია“იბერიის” მაუწყებლობის აღდგენა დგას ისევ დღის წესრიგში – “ომეგა ჯგუფის” გენერალური მენეჯერი