საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა

უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა. პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო ფრაქციის სამი წევრის, გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის და კობა ნარჩემაშვილის გადაწყვეტილება ფრაქციიდან გასვლის შესახებ.

ამ ფრაქციაში მყოფი კიდევ ორი დეპუტატი სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი კი, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდნენ.

ამასთან, პარლამენტის ბიუროს მიეწოდა ინფორმაცია, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ. აღნიშნული ფრაქციის სახელწოდებად „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები“ განისაზღვრა. უმრავლესობიდან გასული გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური სწორედ ამ ფრაქციაში ერთიანდებიან.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს ოფიციალურად დატოვა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

ფრაქციებთან დაკავშირებით, მოხდა კიდევ ერთი გადანაცვლება. კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები“ შოთა შალელაშვილმა დატოვა. შალელაშვილი ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ შევიდა, ხოლო მის ნაცვლად, „ქართული ოცნება – მრეწველების“ ფრაქციას იოსებ მაკრახიძე შეუერთდა.

banner
წინა სტატიაშიგახარიას უწყება ხელს აფარებს ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკას – ხატია დეკანოიძე TBC-ზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი – დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს