გახარიას უწყება ხელს აფარებს ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკას – ხატია დეკანოიძე TBC-ზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე საუბრობს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 11, 2019 15:54

გახარიას უწყება ხელს აფარებს ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკას – ხატია დეკანოიძე TBC-ზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე საუბრობს

„ჩვენ გვაქვს საქმე დანაშაულის დაფარვასთან შსს-ს მხრიდან, ვინაიდან გახარიას უწყება ხელს აფარებს ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკას,“ – ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „თიბისი ბანკზე“ მიტანილი კიბერიერიშების შეფასებისას გააკეთა.

ხატია დეკანოიძე მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ 5 თვის წინ ბანკზე კიბერშეტევა განხორციელდა, თუმცა, საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქმეს საგამოძიებო უწყებები არ ხსნიან, რადგან თავად ხელისუფლების დაკვეთით ხორციელდებოდა ორკესტრირებული შეტევები ერთ-ერთ მსხვილი საფინანსო ორგანიზაციის მიმართ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა რესურსი, ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ამ პერიოდის მანძილზე დაედგინა ადგილსამყოფელი, ამოეღო სერვერები და რეალურად ეწარმოებინა სისხლის სამართლის საქმე ობიექტური გამოძიებისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე დანაშაულის დაფარვასთან შსს-ს მხრიდან, ვინაიდან გახარიას უწყება ხელს აფარებს ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკას, ვინაიდან ყანდიაშვილი თვითონ დაქირავებულია საქართველოს მთავრობის მიერ და საქართველოს მთავრობა ივანიშვილის დავალებით უხდის ანაზღაურებას იმ რუსული მექანიზმით აწყობილ ტროლებს, რომლებმაც განახორციელეს კიბერთავდასხმა თიბისი ბანკზე. ამიტომ, შესაბამისად, არავითარ ობიექტურ გამოძიებაზე საუბარი არ არის,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“თიბისი ბანკზე” განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე განცხადება მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა. მისი თქმით, ბანკზე ორკესტრიებული შეტევა მათ შორის კიბერთავდასხმითაც განხორციელდა, რის შესახებაც საგამოძიებო უწყება საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა, გამოძიება ამ დრომდე წინ არ წასულა.

ხაზარაძის თქმით, ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა შეტევის განეიტრალება მოახერხა და დაადგინა ის IP მისამართები, საიდანაც შეტევა დაიწყო.

ე.წ. ტროლების ფაბრიკა, „კურიერის“ ინფორმაციით, რუსთაველის 12 ნომერში იყო განთავსებული.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 11, 2019 15:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,641
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics