სანქციებისთვის თავის არიდება ხდება ძირითადად სახმელეთო გზით, თუმცა საჰაერო მიმოსვლაზეც უნდა გამკაცრდეს კონტროლი – კუმარ აიერი

დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, სანქციების კოორდინატორი კუმარ აიერი ამბობს, რომ სანქციების არიდების შემთხვევები ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. თუმცა მისივე თქმით კონტროლი უნდა გამკაცრდეს საჰაერო მიმოსვლაზეც:

“რაც შეეხება იმას, ზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისთვის თავის არიდების რისკს. საქმე ისაა, რომ სანქციებისთვის თავის არიდება ხდება ძირითადად სახმელეთო საშუალებით და ახლა ვართ ფოკუსირებული, თუ რა დამატებითი მექანიზმები შეიძლება იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი სწორედ სახმელეთო საზღვრებზე. თუმცა, საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც ეს კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს.”ამბობს კუმარ აიერი

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი – დაუშვებელია ვინმეს მხრიდან ვინმეზე ძალადობის გამართლება ან იმის პროპაგანდირება, რომ ვინმე ვინმეს თითებს დაამტვრევს
შემდეგი სტატიათანამედროვე საქართველოს ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ხალხისთვის ახალ პროექტს იწყებს