თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ხალხისთვის ახალ პროექტს იწყებს

უპრეცედენტო პროექტი – წალენჯიხის მერიის ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კვირაში ორჯერ უფასო იქნება
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ხალხისთვის ახალ პროექტს იწყებს.
კერძოდ, კვირაში ორჯერ მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს.
უფასო მგზავრობა შესაძლებელი იქნება შემდეგ მარშრუტებზე:
1. ერისწყალი-მუჟავა-ჭალე-ფოცხოეწერი-ჯვარი-ოჭანე-ზედა საჩინო-წალენჯიხა;i
2. სქური-ჯგალი-წალენჯიხა;
3. წყოუში-ფახულანი-ლია-ეწერი-წალენჯიხა;
4. ჩქვალერი-ნაგურუ- საჩინო- წალენჯიხა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხალხს უფასოდ კვირაში ორჯერ მოემსახურება და ზემოხსენებულ მარშრუტებზე დღეში თითო-თითო რეისი შესრულდება.
როგორც წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა “თაიმერს” განუცხადა , ეს საპილოტე პროგრამაა, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ამასთან, მერის
მოადგილის ინფორმაციითვე, რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი სქური-ჯგალი-წალენჯიხისა და წყოუში-ფახულანი-ლია-ეწერი-წალენჯიხის მაშრუტებზე.
არსებული ინფორმაციით, უფასო მგზავრობის საპილოტე პროგრამა წალენჯიხის მერიას 20 000 ლარი დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ უფასო მგზავრობის პორგრამა, რომელსაც წალენჯიხის მერია იწყებს, მხოლოდ საქართველოში კი არა, არამედ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტოა და ამ პროგრამითაც ამტკიცებს ადგლობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომ წალენჯიხა ნამდვილად დემოკრატიის ჰაბია, ჰაბი, რომელიც პირად კი არა, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს და ფიქრობს!

banner
წინა სტატიაშისანქციებისთვის თავის არიდება ხდება ძირითადად სახმელეთო გზით, თუმცა საჰაერო მიმოსვლაზეც უნდა გამკაცრდეს კონტროლი – კუმარ აიერი
შემდეგი სტატიათბილისში დაკარგული 10 წლის ბავშვი იპოვეს