ვერ ამოატრიალებთ საქართველოს – ქადაგიშვილი ოპოზიციას

ქადაგიშვილმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში არასამთავრობოებზე, ახსენა “ომის პარტია” და კვლავ რევოლუციურ სცენარზე ილაპარაკა.

“ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც საქართველოს ამოტრიალება უნდა. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ გამოიარა ამ წლების განმავლობაში ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეთ საქართველოს, თუნდაც არჩევნების არაღიარებით, ხელოვნურად შემოგდებული ამ „არასამთავრობოთა“ გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით. დაუმთავრებელი შემოგზავნა დივერსანტებისა და პარანოიკებისა საქართველოში, რომელთაც რევოლუცია უნდა გამოეწვიათ აქ. რომელსაც უნდა, აქ უკრაინასთან ერთად, ის საშინელება დაგვტყდომოდა ჩვენ. ვინ არის „გლობალური ომის პარტია“? აი, ეს შეკრული წრე არის თავისი პუტინით დაწყებული და თავის ამ წამქეზებლებით დამთავრებული. ეს კარგად გაიგეთ! საქართველომ ეს იცის! ისტორიულად იცის ეს იმ ხალხმა, რომელიც თქვენ ასე გეზიზღებათ! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის ყველა თანამოქალაქეს!“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპასუხი მოეთხოვება უფლისგანაც და ქართული საზოგადოებისგანაც – ქადაგიშვილი პრეზიდენტზე
შემდეგი სტატიაროდესაც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ამგვარად შეურაცხყოფ ქართული ჯარის წინაშე, შენ შეურაცხყოფ თავად ქართულ ჯარს – ბოკუჩავა