სამშვიდობო მოლაპარაკებებს კიევი ბლოკავს – პუტინსა და შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პუტინმა თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს კიევი ბლოკავს და არ მოსკოვი.

პუტინმა, ასევე, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ისინი ქარხანაში უკრაინული ძალების მიერ იყვნენ დაკავებულები.

“რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში არსებული მდგომარეობის ფუნდამენტური შეფასება, რომლებიც არსებითად დაბლოკილია კიევის მიერ, გადაეცა მას” [შოლცს]”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში

კრემლის ცნობითვე, პუტინი და შოლცი შეთანხმდნენ გააგრძელონ კონტაქტი სხვადასხვა არხებით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმერ ზელენსკიმ არაერთხელ გააჟღერა, რომ მზადაა პუტინთან პირისპირ მოლაპარაკება გამართოს. უკრაინა ამბობს, რომ კონფლიქტის გაყინვას და მსგავსი ტიპის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა შესთავაზა მას გარკვეულ დათმობებზე წასვლა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, „რათა პუტინისთვის სახე შეენარჩუნებინა“