ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა შესთავაზა მას გარკვეულ დათმობებზე წასვლა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, „რათა პუტინისთვის სახე შეენარჩუნებინა“

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ცდილობდა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობაში წარმატებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლის შეთავაზებით მიეღწია, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ და ამას ბატონი მაკრონი ტყუილად აკეთებს. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ სანამ რუსეთს თავად არ მოუნდება, ის არაფერს არ ეძებს. მას სურდა გარკვეული შედეგების მიღება შუამავლობისას და ვერ ნახა ეს შედეგი, არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მაკრონმა შესთავაზა მას გარკვეულ დათმობებზე წასვლა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, „რათა პუტინისთვის სახე შეენარჩუნებინა“.

„მეჩვენება, რომ ეს არც ისე კორექტულია. ჩვენ არ ვართ მზად ვიღაცას რაღაც შევუნარჩუნოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. მეჩვენება, რომ ეს სრულიად უსამართლოა. ეს არის ფუჭად დაკარგული დრო. 24 თებერვალს რუსეთმა აჩვენა, რომ არ აინტერესებს არანაირი დათმობა და ტერიტორიას აიღებს, თუ ამას გადაწყვეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისამშვიდობო მოლაპარაკებებს კიევი ბლოკავს – პუტინსა და შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
შემდეგი სტატიაემიგრანტებთან დაკავშირებით მელიას პოზიციას ვიზიარებ, აქტიურად უნდა დავიწყოთ საუბარი, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში – უდუმაშვილი